არჩევნები 2020

უგულავა: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას

ღიად და ცხადად ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილიც შემოქმედია, ურჩხულთან ბრძოლაში ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა [...]

ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა თავი. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან მიიღებენ პასუხს. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები, მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან.

ამბობს გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში, Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

კომენტარები