კორონავირუსი საქართველოში

სიღნაღის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის გამო შეზღუდვები დაწესდა

შსს

დღეიდან, 9 ოქტომბრიდან, სიღნაღის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის გამო შეზღუდვები დაწესდა. 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ ​თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული პუნქტი კორონავირუსის პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით მოეწყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 553 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.

კომენტარები