IPSOS-ის კვლევა

IPSOS: კოალიციურ მთავრობაში მოსახლეობის 28%-ს ენმ–გაერთ. ოპოზიცია სურს, 27%-ს ევროპელები

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე, თუ კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდება, რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 28%
  • ევროპული საქართველო – 27%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 20 %
  • ქართული ოცნება – 19%
  • ლეიბორისტული პარტია – 13% 
  • მოქალაქეები – 13%
  • პატრიოტთა ალიანსი – 13% 
  • ლელო – 12%
  • გირჩი – 7%
  • თავისუფალი საქართველო – 7% 
  • ერთიანი საქართველო – 7%

ამ კითხვაზე რესპოდენტებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ.

მთავარი არხის დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.

კომენტარები