IPSOS-ის კვლევა

IPSOS: მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს – "ოცნება" – 24.5%, ენმ – 17.4%, ევროპელები – 6.9%

flickr.com

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 24.5% ქართულ ოცნებას ასახელებს, 17.4% ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას, ევროპულ საქართველოს კი 6.9%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, 3.6% ლელოს მისცემდა ხმას, 3.4% – სტრატეგია აღმაშენებლს, 1.9% – ლეიბორისტულ პარტიას, 1.8% – გირჩს, 1.7% – პატრიოტთა ალიანსსერთიან საქართველოს – 1.0%, მოქალაქეებს – 1.0%, სხვა პარტიებს 3.8%. 

რომელ პარტიას მისცემდა ხმას, არ იცის გამოკითხულთა 19%-მა, კითხვაზე პასუხის გაცემაზე კი 14% ამბობს უარს. 

მთავარი არხის დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.

აღსანიშნავია, რომ IPSOS-ის მიერ 20 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმავე კითხვაზე ქართულ ოცნებას გამოკითხულთა 25% (-0.5%) ასახელებდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას – 15.5% (+1.9%), ვროპულ საქართველოს – 5% (+1.9%). 

კომენტარები