IPSOS-ის კვლევა

Ipsos: სააკაშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში გამოკითხულთა 32% მეტნაკლებად დადებითად აფასებს

UNIAN

Ipsos-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში გამოკითხულთა 32% მეტნაკლებად დადებითად აფასებს. 

მიხეილ სააკაშვილის როლს ძალიან უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 25%, ძალიან დადებითად 18%, მეტნაკლებად უარყოფითად კი 16%. 

Ipsos-მა კვლევა ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ჩაატარა. 

ასევე, კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში ძალიან უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 32%. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.

კომენტარები