IPSOS-ის კვლევა

Ipsos: გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ მთავარი საკითხი, რაც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, დასაქმებაა

ფრანგული კვლევითი ცენტრის, Ipsos-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, დასაქმებაა. 

Ipsos-მა კვლევა ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ჩაატარა. 

ეკონომიკას ასახელებს გამოკითხულთა 50% 

სიღარიბეს - 47.5% 

ფასების ზრდას - 38% 

ჯანდაცვას - 33.5% 

პენსიებს - 29.5% 

ლარის გაუფასურებას - 25% 

გამოკითხვაში ერთ პასუხზე მეტის არჩევა შეეძლოთ, ამიტომ ჯამი 100%-ზე მეტია. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია

კომენტარები