IPSOS-ის კვლევა

IPSOS: მოსახლეობის 56%-ს არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს

ტაბულა

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, გსურთ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: 

  • მინდა – 56%
  • არ მინდა – 26%

მთავარი არხის დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.

კომენტარები