არჩევნები 2020

ხაზარაძე: ჩვენ გვჭირდება ჩვენი გენის ახლებურად წარმოჩენა 21-ე საუკუნეში

ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ გააჩნია ძლიერი საშუალო ფენა. ჩვენ 4 წელიწადში შევქმნით 600 000 ადამიანს, რომელსაც ექნება ყოველთვიური 3 000 ლარი შემოსავალი, გავაორმაგებთ ეკონომიკას. საქართველოს გავხდით ძლიერ ფინანსურ, ლოჯისტიკურ და აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა კულტურულ ცენტრს. ჩვენ თავიდან გვაქვს გადასახარში და თავიდან გვაქვს წარმოსაჩენი ჩვენი ქართველობა მსოფლიოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 30 წლის განმავლობაში იმდენი პრობლემა გავიარეთ, იმდენი რამ დავკარგეთ ომებით, შიდა დავებით და ა.შ. კულტურა არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალი, ამაზე დღეს არავინ არ ლაპარაკობს, კულტურის სამინისტროც კი გააუქმეს. ვიღაცას ჰგონია, რომ კულტურის სამინისტრო კონცერტის მოწყობაა. კულტურის სამინისტრო არის ჩვენი ძირ-ფესვების, ჩვენი გენის ახლებურად წარმოჩენა 21-ე საუკუნეში. როგორც იაპონელებმა მოახერხეს, ისე უნდა გავაკეთოთ ქართველებმაც, სადაც მაღალტექნოლოგიური  პროდუქტები დამყნობილია იმ სიძველეზე, რასაც იაპონური კულტურა და ტრადიცია ჰქვია. 

ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანების ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. აღნიშნულ თემაზე ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები