მარნეული

შსს: მარნეულში ენმ-ის აქტივისტებზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 სექტებერს მარნეულში ენმ-ის აქტივისტებზე თავდასხმისა და დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს – გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს". – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები