ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

3 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3992 გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები