ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტელეკომპანია იმედის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

იმედი

ტელეკომპანია იმედის თანამშრომელს, გადაცემა იმედის დილის წამყვანს, ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია ყველა მასთან კონტაქტში მყოფი პირი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

კომენტარები