არჩევნები 2020

მაჭავარიანი: სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები? რაც შევძელი, გავაკეთე

"სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?" - ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი კითხვას, რატომ არ არის პარტიის საარჩევნო სიაში

"დაახლოებით, 8-10 თვეა ვიცი, რომ არ ვარ სიაში. მქონდა სრულიად სტრესული მუშაობის პირობები. რაც შევძელი, ამ 4 წელში გავაკეთე და მიმაჩნია, რომ ახლა პარლამენტში უნდა ავიღო ტაიმაუტი. სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები? ჩემი სურვილი იყო.  

სანამ ერთი ღარიბი ადამიანი არის, ერთ ადამიანს სცივა და შია, მე არ ვიქნები კმაყოფილი ჩემი, არც სხვისი მუშაობით." - ამბობს ენძელა მაჭავარიანი. 

ქართული ოცნება საპარლამენტო გუნდში აღარ მოიაზრებს არაერთ იმ დეპუტატს, რომლებიც აქამდე პარტიის ცნობილი სახეები იყვნენ.

მათ შორის არიან - სოფიო კილაძე, ენძელა მაჭავარიანი, ზაზა პაპუაშვილი, გუგული მაღრაძე, ზაზა გაბუნია, ენზელ მკოიანი, გია გაჩეჩილაძე, რევაზ არველაძე, კარლო კოპალიანი.

ქართულმა ოცნების სიის პირველი ნომერი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარიაა. მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში არიან კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, მორაგბე დავით კაჭარავა, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ასევე, პარტიის პრესსამსახურის წევრი, გრეტა წიწავა.

კომენტარები