არჩევნები 2020

ბოკუჩავა: მიხეილ სააკაშვილი ასხივებს სინათლეს, ივანიშვილი - სიბნელეს

ვისურვებდი, ევროპული საქართველოს ტრიადა არ კავდებოდეს "დაგმე მიშას" კამპანიით და ამით არ ცდილობდეს საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოძერწვას, იმიტომ, რომ ამით ისინი ასხივებენ იმას, რომ იზიარებენ ბიძინა ივანიშვილის უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას, რადგან მისი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის არშემოშვება პოლიტიკურ სპექტრში, იმიტომ, რომ მიშა არის მათი მთავარი ანტიპოდი, რადგან ის ასხივებს სინათლეს, ბიძინა ივანიშვილი ასხივებს სიბნელეს. სააკაშვილი არის ასოცირებული ქვეყნის წინსვლასთან და პროგრესთან, ივანიშვილი - რეგრესთან და სიღარიბესთან.

თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე პარტია ევროპულმა საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ არ შევა კოალიციაში ქართულ ოცნებასთან და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე.

კომენტარები