არჩევნები 2020

რურუა ოპოზიციას: ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ლანძღვაზე, რაც მედიაში ისმის

ჩემო მეგობრებო, ოპოზიციას მივმართავ, ჩვენთვის საინტერესოა ის, თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გამყარება, სამუშაო ადგილების შექმნა წლების მიხედვით. ასევე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რამდენ თვეში მოახერხებთ გადასახადების შემცირებას (საშემოსავლო, მოგების, დღგ და ქონების). როდის განახლდება ანაკლიის პორტის მშენებლობა და სხვა მრავალი საკითხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ჩემი თხოვნა იქნება, ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ დამაბნეველ, საზიანო ლანძღვაზე, რაც ბოლო კვირებში ისმის მედიაში.

პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

წერს მთავარი არხის თანამესაკუთრე, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა Facebook-ზე.

კომენტარები