არჩევნები 2020

ბოკუჩავა ევროპულ საქართველოზე: ამ პარტიამ ვერ გადაწყვიტა, რა არის მისი პოლიტიკური იდენტობა

ამ პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გადაწყვიტა და ჩამოყალიბდა, რა არის მისი პოლიტიკური იდენტობა. მესმის, რომ მათი პოლიტიკური იდენტობის ჩამოუყალიბებლობის პერიოდში ენმ-ზე თავდასხმა არის ამ იდენტობის გამოძერწვის მცდელობა. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პარტიას ვერ გაუგია, ვის ებრძვიან, ბიძინას, მიშას, თუ ორივეს. თუ ორივეს ებრძვით მეგობრებო, მთავარი არაადეკვატურობა სწორედ ესაა...

თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ მთავარი არხის ეთერში ევროპული საქართველოს წევრ ოთარ კახიძესა და ირაკლი აბესაძესთან დებატებში.

კომენტარები