არჩევნები 2020

ვაშაძე: დღესვე თუ არ განვახორციელეთ ცვლილებები, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება შეუძლებელი იქნება

8 წელიწადია რაც საქართველოს მოქალაქეს უმძიმეს მატერიალურ პირობებში უწევს არსებობა. საქართველოს რეგიონების უმრავლესობა დაცლილი და გაღატაკებულია. ინფრასტრუქტურების ნაკადი შეწყვეტილი, ინვესტიციები გაყინული. პროექტები ცხადდება არჩევნების მოახლოებისას და არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტის თანხები, რომლებიც გამოყოფილია ამ პროექტებისთვის, ბიუროკრატიის და ხელისუფლების პირად და უძირო ჯიბეებში ილექება. 

უმუშევრობა, სიღატაკე, უიმედობა, უწყლობა, ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების არარსებობა, არაადეკვატური ჯანდაცვა და სკოლა და შესამაბისად, უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაცია, სასამართლოს ოპოზიციის დამსჯელ ბერკეტად გამოყენება - ეს არის საქართველოს ყოველდღიურობა.

თუ დღესვე არ განვახორციელეთ მყისიერი, კარგად მოფიქრებული ცვლილებები, ისეთი რეფორმები, როგორიც განხორციელდა 2003-დან 2012-წლამდე, ჩვენი დაღმასვლის შეჩერება იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი. 

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ენმ-ს და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე თქვა.

კომენტარები