არჩევნები 2020

კოჟორიძე: ლელოს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება

ტაბულა

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში მაჟორიტარი კანდიდატის კახა კოჟორიძის განცხადებით, მათ პარტიას პრემიერმინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ კოჟორიძემ პალიტრანიუსის ეთერში ილაპარაკა. კოჟორიძის თქმით, კონკრეტულ კანდიდატზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"სრულად დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და იქნება კოალიციური მთავრობა, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პრემიერობის კანდიდატს არჩევნებამდე დავასახელებთ”. – განაცხადა კოჟორიძემ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი გუნდის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარიაა, ოპოზიციური გაერთიანების ძალა ერთობაშია - მიხეილ სააკაშვილი, ხოლო სტრატეგია აღმაშენებლის - გიორგი ვაშაძე. პრემიერობის კანდიდატები ჯერ სხვა პარტიებს არ დაუსახელებიათ.

კომენტარები