არჩევნები 2020

უგულავა: სამწუხაროდ, ენმ და ქართული ოცნება ხშირად ემსგავსებიან ერთმანეთს

სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, ბატონმა სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი, ის რაც საზოგადოებას სთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს უკვე არის წარსული, სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება.

ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუს-კვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, ხოლო სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ქვეყანას კი სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისაკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ენმ და ქართული ოცნება თავის მიმართებებსა და სურვილებში ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე. ექსპრეზიდენტის თვლის, რომ პარტიულ კოალიციას "ვერ ხედავს" და მოახლოებულ არჩევნებზე "ან აიღებს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება".

კომენტარები