საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

კობახიძე: მეუფე სერაფიმე სექსუალური მანიაკია, ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა

"ძალიან აღგზნებული ხართ ქალბატონო, მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს". – ეუბნება მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს. სასულიერო პირი ასე უნდა მეტყველებდეს და მიმართავდეს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში? სექსუალური მანიაკის, მეუფე სერაფიმეს წარმოთქმული ეს სიტყვები ორაზროვანი ხდება, როცა გავიხსენებთ რომ მან არასრულწოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა, შემდეგ ბორჯომის ეპარქიიდან გამოიქცა და ახლა მშვენივრად გრძნობს თავს.

ეკლესიამ არანაირი ზომა არ მიიღო მის მიმართ, პირიქით, გერმანიის ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნა, მაგრამ იქაურმა სამღვდელოებამ არ მიიღო გარყვნილი სერაფიმე. შემდეგ მეუფე მოსკოვში წაბრძანდა და პატრიარქ კირილთან მსახურობდა. სასულიერო კასტა დგას საეკლესიო და საერო კანონებზე მაღლა, მეუფე მამაოებს ყველაფერი გასდით, როგორც მრევლში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში. ანაფორა სრული დაუსჯელობის გარანტიაა, ოღონდ ილია მეორის კლანს არ უნდა შეეხო და ისე აგერ არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაც კი არაა პრობლემა, ისევ ეკლესიაში იქნები და ხალხს დამოძღვრავ: რა აგზნებული ხარ შვილო ჩემო, ჩემი ნაკურთხი მაროჟნი ხომ არ გაგაგრილებსო.

ასე ეხმაურება თეოლოგი ბასილ კობახიძე მიტროპოლიტ სერაფიმეს, რომელმაც ჟურნალისტებს კითხვის პასუხად მიმართა - "მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს, ძალიან აღგზნებულები ხართ". მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას, 2017 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან წასვლა არასრულწლოვანის ოჯახის მიერ გამოთქმული ბრალდებების გამო მოუხდა. ოჯახი მას გოგოზე სექსუალური შინაარსის ძალადობაში ადანაშაულებდა. გამოძიება არ დაწყებულა. საკითხი არ განუხილავს არც სინოდს. უეპარქიოდ დარჩენილ მიტროპოლიტს, ეკლესია ყოველგვარი დამატებითი მოკვლევის გარეშე ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში უპირებდა დადგინებას, თუმცა ადგილობრივი მღვდლების საჯარო პროტესტის გამო ეს ვერ მოხერხდა. წერილს ხელს სამი მღვდელმსახური აწერდა.

კომენტარები