ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7%-ით შემცირდა

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7%-ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5%-ით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0%-ია. 

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (970.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (820.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (737.5 მლნ. აშშ დოლარი).

იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტში ყველაზე დიდი წილი შემდეგ ჯგუფებს ჰქონდა:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 462.1 მლნ. აშშ დოლარი, მთელი ექსპორტის 22.3%
  • მსუბუქი ავტომობილები - 260.1 მლნ. აშშ დოლარი (12.6%)
  • ფეროშენადნობები - 145.5 მლნ. აშშ დოლარი (7.0%)

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფები კი იყო:

  • მსუბუქი ავტომობილები - 481.6 მლნ. აშშ დოლარი, მთელი იმპორტის 9.7%
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 325.1 მლნ. აშშ დოლარი (6.6%) 
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 312.1 მლნ. აშშ დოლარი (6.3%) 

 

კომენტარები