IPSOS-ის კვლევა

Ipsos-ის კვლევა: ივანიშვილის როლს პოლიტიკაში გამოკითხულთა 32% ძალიან უარყოფითად აფასებს

AP

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. 

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში, გამოკითხულთა 32% პასუხობს, რომ უარყოფითად. ივანიშვილის როლს მეტნაკლებად დადებითად 30% აფასებს, მეტნაკლებად უარყოფითად 20%, ძალიან დადებითად კი 10%. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია. 

კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ქართულ ოცნებას ასახელებს, 15.5% ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს კი - 5%. 

ასევე, ხელისუფლების მუშაობით გამოკითხულთა 35% უკმაყოფილოა.

კომენტარები