ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რიცხი 35-მდე გაიზარდა, კრიტიკული კვლავ 5-ია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში არსებულ კოვიდცენტრებში 1 154 პაციენტი მკურნალობს. მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, აქედან ერთერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო მძიმე პაციენტების რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

დღეს, 15 სექტემბერს, გამოვლენილი კოვიდინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, 124 ბათუმს უკავშირდება, 20-თბილისს, 13-იმერეთს ანუ ქუთაისს, 6-სამეგრელო-ზემო სვანეთს, 3-გურია-ოზურგეთს, 3-მცხეთაა, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმს.

საქართველოში სულ ახალი კორონავირუსის 2 562 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები