ეკონომიკა

NDI: გამოკითხულთა 24% თავს უმუშევრად მიიჩნევს, შემცირდა თვითდასაქმებულთა რიცხვიც

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, დასაქმებულად ან ნახევარ განაკვეთზე მომუშავედ გამოკითხულთა 31% მიიჩნევ თავს. ეს მაჩვენებელი 2%-ით არის შემცირებული, ჯერ კიდევ ივნისში მაჩვენებელი 33%-ს შეადგენდა. 

კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თავს უმუშევრად მიიჩნევენ. ივნისში უმუშევრად თავს გამოკითხულთა 17% მიიჩნევდა, ხოლო აგვისტოში ეს მაჩვენებელი უკვე 24%-ს გაუტოლდა. 

ივნისთან შედარებით 3%-ით არის შემცირებული იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც თავს თვითდასაქმებულად მიიჩნევენ. უცვლელი დარჩა მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ არიან პენსიონერები და არ მუშაობენ. 

კომენტარები