არჩევნები 2020

NDI: გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, 28%-ს ასე არ მიაჩნია

flickr.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე 2020 წლის არჩევნები ჩატარდება თუ არა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ – კი, 28% ამბობს, რომ – არა, ხოლო 16%-მა არ იცის.


ფოტო: NDI
კითხვაზე, თუ რა არის სამი მთავარი დაბრკოლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში, გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ ეს ამომრჩეველთა მოსყიდვაა, 15%-ის მიაჩნია დარღვევები ხმის მიცემის პროცესში (ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა, კარუსელი და ა.შ). 14% ფიქრობს, რომ ასეთი დაბრკოლებები არ არსებობს. [გამოკითხვისას პირებს მაქსიმუმ სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ]


ფოტო: NDI

NDI-ის მირ მომზადებულ კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ინტერვიუ პირისპირ ჩატარებული ინტერვიუსგან განსხვავდება. სატელეფონო ინტერვიუსას უფრო მეტია ალბათობა, რომ რესპონდენტმა კითხვა ვერ გაიგოს და ინტერვიუერი ვერ მიხვდეს, რომ ვერ გაიგო. ინტერვიუერმა არ იცის როგორ გარემოში იმყოფება რესპონდენტი. ასევე, ზოგი რესპონდენტი უფრო ხელმისაწვდომია სატელეფონო ფორმით, მაგალითად, კაცები, ან ადამიანები, რომლებიც სახლში იშვიათად არიან.

კომენტარები