ევროპული საქართველო

ბოკერია ივანიშვილზე: გაჭირვებაში ხალხს ეუბნება, რომ ყველაფრით კმაყოფილია, უტიფარი დაცინვაა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო/Facebook

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება. 

"ივანიშვილის ბოლო გამოსვლა იყო ხალხის უტიფარი დაცინვა, ამ სიღარიბეში, ამ უმუშევრობასა და გაჭირვებაში ის პირდაპირ ეუბნება ხალხს, რომ კმაყოფილია ყველაფრით და ასე გაგრძელებას აპირებს. თუმცა თქვენთან ერთად ეს ყველაფერი შეიცვლება. 

ქართველი ხალხი გაბრაზებულია. ამრიგად, არ უნდა დავბრუნდეთ კვლავ უკან და წავიდეთ წინ, რათა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. ჩვენ გვჭირდება არჩევნებზე მისვლა და იმის დემონსტრირება, რომ არ შევეგუებით ამ მდგომარეობას. მივიდეთ არჩევნებზე, უარი ვთქვათ უკუსვლაზე და ავირჩოთ მომავლის პოლიტიკოსები, ისეთები, როგორიცაა ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი." - ამბობს ბოკერია. 

სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანისვილმა თქვა, რომ "ოცნებამ" ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით შეძლო და, მისივე სიტყვებით, "პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს."  

ევროპულმა საქართველომ ქუთაისის მოსახლეობას წარუდგინა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე. პარტიამ ასევე დაასახელა მაჟორიტარობის და მერობის ახალი კანდიდატები. ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში გოჩა გურგუჩიანი იქნება. ხარაგაულის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან ბესიკ ყრუაშვილი, ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი, ქუთაისის მერობის კანდიდატი კი ამირან ძოწენიძე იქნება.

კომენტარები