არჩევნები 2020

ნადირაშვილი TI-ს კვლევაზე: ესაა სწორედ ჯიგრულ-ქართული კორუფცია, რომელზეც გვესაბრებოდა გახარია

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს კვლევას ეხმაურება, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარების სამეწარმეო საქმიანობასა და პარტიულ შემოწირულობებზეა საუბარი.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ქართული ოცნება ზრუნავს არა ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ საკუთარი პარლამენტარებისა და მათი ოჯახების გამდიდრებაზე. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ქართულ-ჯიგრული კორუფცია, რომელზეც პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობდა.

"ესაა ტრადიციული სქემა, რომელსაც ოცნება იყენებს. იგებენ ტენდერებს, ერთ პირთან მოლაპარაკებებით აფორმებენ ხელშეკრულებებს და შემდეგ თავისი შენაწირი შეაქვთ ქართული ოცნების ყულაბაში. ესაა სწორედ ჯიგრულ-ქართული კორუფცია, რომელზეც გვესაბრებოდა პრემიერმინისტრი. სავარაუდოა, რომ ახალი წევრების უმრავლესობაც ფულის ნიშნით არის შერჩეული". – ამბობს ირმა ნადირაშვილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში ქართული ოცნების შემწირველი. კვლევიდან ირკვევა, რომ მთლიანობაში მათ ქართულ ოცნებას 740,826 ლარი შესწირეს.

კომენტარები