ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ენგურჰესის თანამშრომლებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ

panoramio.com

ენგურჰესის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დარულების შემდეგ.

"სამწუხაროდ, დაგვეძაბა სიტუაცია ზუგდიდში. გვაქვს დაკავშირებული შემთხვევები ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ენგურჰესში და რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობენ საბერიოსა და ზუგდიდს შორის და იქაც მიმდინარეობს ლოკალიზება ამ პროცესის". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გუშინ, 10 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ენგურჰესის 4 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში აღრიცხული 87 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები