ახალი კორონავირუსი საქართველოში

ვაშაძე: თვითიზოლაციაში ვარ, არანაირი სიმპტომი არ მაქვს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე Facebook-ზე წერს, რომ მას ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და უკვე ჩაიტარა ტესტირება პისიარ და ანტისხეულებზე, რომლის პასუხებიც ცნობილი ხვალ იქნება, მანამდე კი თვითიზოლაციაში რჩება.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ თაკო ჩარკვიანთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, 12 დღეა შეხება არ ჰქონია.

"სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდათ კორონავირუსი. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში, ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.

თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან". – წერს ვაშაძე.

სტრატეგია აღმაშენებლის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ თაკო ჩარკვიანს COVID 19 დაუდასტურდა, ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

ბოლო 24 საათში აღრიცხული 87 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები