ახალი კორონავირუსი საქართველოში

პრესსამსახური: გიორგი ვაშაძეს თაკო ჩარკვიანთან 11 დღეა შეხება არ ჰქონია

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ამავე პარტიის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ თაკო ჩარკვიანთან 11 დღეა შეხება არ ჰქონია. ამის შესახებ ტაბულას პარტიის პრესამსახურში უთხრეს.

"გიორგი ვაშაძე თავს ძალიან კარგად გრძნობს, დღევანდელი შეხვედრა მაინც გადადო, ტესტის გასაკეთებლად წასულია და შედეგები ჯერ არ ვიცით". – უთხრეს ტაბულას პრესსამსახურში.

სტრატეგია აღმაშენებლის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

ბოლო 24 საათში აღრიცხული 87 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები