ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკუთარი რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი კი 3.0975 ლარს გაუტოლდა. 

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და სანავთობო ბაზარზე შექმნილი კრიზისის და ლარის დასუსტების ფონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები წამოიწყო. პირველი ინტერვენცია რეგულატორმა 13 მარტს განახორციელა, მაშინ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაიყიდა. ამის შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 7 ინტერვენცია განხორციელდა, აქედან ოთხ შემთხვევაში რეგულატორმა გასაყიდად 40 მილიონი, ხოლო სამჯერ 20 მილიონი დოლარი გამოიტანა. 

ამგვარად, კრიზისის დაწყებიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 250 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები