იმნაძე: ქორწილები ბედნიერებაა, მაგრამ ძეობამდე გადადონ

Tv იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და დაწესებულ შეზღუდვებზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვები დაკავშირებულია არააუცილებელ შეკრებებთან, ქელეხები არანაირად არ არის გამართლებული, ხოლო ქორწილები ძეობამდე უნდა გადაიდოს.

"წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება იყოს დაკავშირებული არააუცილებელ შეკრებებთან. 200-300-კაციანი ქელეხები არც ეკლესიურად და არც არანაირად არ არის გამართლებული.

ქორწილებზე მე მესმის, რომ ბედნიერებაა, მაგრამ ძეობამდე გადადონ და მერე აღნიშნონ. 

არ არის აუცილებელი პანდემიის დროს ღრეობები მოვაწყოთ". – ამბობს პაატა იმნაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეშიც აიკრძალა. გადაწყვეტილება 10 სექტემბრიდან შედის ძალაში.  

კომენტარები