ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კოვიდცენტრებში 469 პაციენტი მკურნალობს, აქედან 4 პირის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღეს კოვიდცენტრებში 469 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 18-ის მძიმე.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 22 აგრძელებს მკურნალობას, აქედან ერთის ჯანმრთელობის დგომარეობა კრიტიკულია, ერთის კი მძიმე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 8 პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევების განაწილება ასეთია: ინფიცირებულთაგან 5 სამედიცინო პერსონალია, ასევე 5-ის ინფიცირების წყარო საკონდიტრო "დონაა", 14-ის კი ბათუმი, 18 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტქატით დაინფიცირდა, 4-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 3 შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია.

ქვეყანაში ბოლო 24 დადასტურებული 57 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს COVID-19-ისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები