არჩევნები 2020

დოლიძე, მასალკინი, გაბაიძე - ალეკო ელისაშვილმა აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბი

დღეს, 7 სექტემბერს, პარტია მოქალაქეების ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 

საქართველოს პარლამენტში მოქალაქეების ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გენრი დოლიძე იქნება. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა გიორგი მასალკინი დაასახელა.

ხელვაჩაურის და მთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი გიორგი გაბაიძე იქნება. 

კომენტარები