არჩევნები 2020

ხაზარაძე: ჩვენ დღეს ვართ ღარიბი, მაგრამ სულიერად მდიდარი ქვეყანა

ყველაფერი კარგავს აზრს, თუ არ დავუბრუნდით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს სულიერ მისიას, ჩვენს ეროვნულ იდეას და ეროვნულ მიზანს, რომლის გამოც 30 წლის წინ მივიღეთ დამოუკიდებლობა და მოვიპოვეთ თავისუფლება.

ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, მაგრამ ამ ევროკავშირში უნდა შევიდეთ როგორც მხრებგაშლილი, გამართული, განსაკუთრებული იდენტობის მქონე ერი, ეს უნდა იყოს ქვეყანა, რომელსაც აერთიანებს ის უზარმაზარი ტრადიცია, ის უზარმაზარი ისტორია, ის უზარმაზარი სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

ჩვენ დღეს ვართ ღარიბი ქვეყანა, მაგრამ სულიერად მდიდარი ადამიანები ვართ, სულიერად მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენი ამოცანაა, ეს სულიერება, ეს ტრადიცია გავაერთიანოთ და დავისახოთ მიზნად, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია, მოკლე დროში ამ შინაგანი რწმენით, ამ მემკვიდრეობით ეს ქვეყანა  ძალიან წარმატებულ და მაგარ ქვეყანად ვაქციოთ.

ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტიის "მარშალის გეგმის" პრეზენტაციისას.

კომენტარები