თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

დეგნანი ბაჩალიაშვილზე: FBI ერევა, როცა საქმე აშშ-ს მოქალაქეს ეხება ან ამერიკული ინტერესია

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს უდიდესი ტრაგედიაა, გასაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებმაც შვილი დაკარგეს. ვხვდები, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდიან ისინი.

ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართალდამცველი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში მათ მონაწილეობას, მათი ჩარევა ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქეს ეხება საქმე ან ამერიკულ ინტერესს წარმოადგენს.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაზე, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ამერიკის ფედერალურმა ბიურომ საქმის გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მიზეზად დაასახელა, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის. [გამოყენებულია რუსთავი 2-ის თარგმანი].

კომენტარები