არჩევნები 2020

კალაძე: რუსულ პროვოკაციებს წამოგებულებმა, პატიების თხოვნის ნაცვლად, რეპრესიები გააძლიერეს

თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს. თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას და [იმის მაგიერ, რომ]საკუთარი დანაშაულების გამო ხალხისთვის პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა.

პირადად მე, როდესაც 2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი და ბევრ ნაცნობ ადამიანს შევხვდი, ვისთანაც ერთად, შეიძლება ითქვას, გორის მიმდებარე სოფლები ფეხით შემოვიარეთ, გვახსოვს თუ როგორი აგრესიით შეეცადა დაგვპირისპირებოდა მაშინდელი რეჟიმი.
 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ქართული ოცნების გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას ხალხს მიმართა.

კომენტარები