არჩევნები 2020

ბიუროკრატიის შემცირება, 100 000 სამუშაო ადგილი - რას მოიცავს ევროპული საქართველოს გეგმა

ევროპულმა საქართველომ ამომრჩეველს საარჩევნო სლოგანი და პარტიის ეკონომიკური პროგრამა წარუდგინა. "შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის" - სწორედ ეს იქნება პარტიის სლოგანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

პარტიამ, ასევე, წარმოადგინა "ხელშეკრულება ხალხთან", რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან გაფორმდება და მოიცავს იმ ნაბიჯებს, რომლის შესრულების ვალდებულებასაც იღებს პარტია. ხელშეკრულებაში გაწერილია პარტიის იდეებთან ახლოს მდგომ, ტრადიციულად მცირე მთავრობაზე ორიენტირებული ნაბიჯები, რაც ასევე ითვალისწინებს გადასახადების შემცირებასაც, რის აუცილებლობაზეც ევროპული საქართველო დიდი ხანია საუბრობს. 

ევროპული საქართველო დებს პირობას, რომ შეიქმნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. პარტიის მიერ შემუშავებული "ხელშეკრულება ხალხთან" მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • შემცირდება მთავრობისა და ბიუროკრატიის ხარჯები 2 მილიარდით;
  • მუნიციპალიტეტებს ავტომატურად დარჩებათ ადგილზე მოკრებილი;
    გადასახადების ნაწილი;
  • გაორმაგდება პენსიები;
  • გაორმაგდება სოციალური დახმარებები;
  • გაორმაგდება დევნილების დახმარებები;
  • საკუთარი არჩევანის შემთხვევაში, ადამიანები დაიბრუნებენ საპენსიო ანაბრებს;
  • ხალხს საკუთრებაში გადაეცემა მთავრობის ხელში არსებული საწარმოები მიწები, ტყეები და საძოვრები;
  • სოფლებში მოგვარდება გაზისა და წყლის პრობლემა, დაიგება გზები;
  • გაფართოვდება ნაფიცი მსაჯულების სასამართლო;
  • შემოღებული იქნება შერიფებისა და მოსამართლეების არჩევითობა;
  • დამარცხდება კრიმინალი და კანონის უზენაესობა იქნება უზრუნველყოფილი;

როგორც პარტიაში ამბობენ, ხელშეკრულება საქართველოს ყველა მოქალაქესთან საარჩევნო პერიოდში გაფორმდება, ხოლო კონტრაქტის ერთი ნიმუში მოქალაქესთან დარჩება.

პარტიამ, ასევე, წარადგინა ვალდებულებათა ბარათი, რაც შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

  • გადასახადების შემცირების გზით შეიქმნება 100 000 სამუშაო ადგილი და თითოეულ ოჯახს, ყოველწლიურად, 2000 ლარი დარჩება;
  • ხალხს და სოფლის თემებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ მთავრობის
  • კუთვნილი ქონება, ტყეები, საძოვრები და მიწები;
  • გაორმაგდება პენსია, სოციალურ და დევნილთა დახმარებები;
  • დამარცხდება კრიმინალი და ქუჩები გახდება უსაფრთხო, შეიქმნება
  • დამოუკიდებელი სასამართლო;

კომენტარები