ნავალნის მოწამვლა

ლავროვი ნავალნის საქმეზე: გვაბრალებენ, რომ ამ სიტუაციას არ ვიძიებთ, ეს არაა სიმართლე

РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელების წინაშე გამოსვლისას სერგეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

ლავროვის განცხადებით, დასავლეთს განცხადება, რომ რუსეთი ნავალნის საქმეს არ იძიებს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ეს არ არის სიმართლე. იმავე დღიდან, როცა ყველაფერი მოხდა, ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საფუძვლიანი შემოწმება, გამოძიება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიწყოს, როცა დადგინდება, რა მოხდა. რაც, ვიმეორებ, ჯერ არ არის ნათელი. და გერმანელი ექიმებსაც ჯერ არ შეუძლიათ გადმოგვცენ შესაბამისი ინფორმაცია" - აღნიშნა ლავროვმა.

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის ამ დრომდე კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. გერმანიამ ნავალნის მოწამვლის გამო შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. ვლადიმირ პუტინის განსხვავებით ის დაინტერესებულია მომხდარს ობიექტურ გამოძიებაში. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები