ნავალნის მოწამვლა

ლავროვი: შესაძლოა, ნავალნი გერმანიაში მოწამლეს ან თვითმფრინავში, რომლითაც ბერლინში გაგზავნეს

polygraph.info

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ  რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, შესაძლოა, გერმანიაში მოწამლეს, ან ბერლინამდე ფრენის დროს - ნავალნის გადასაყვანად თვითმფრინავი გაგზავნა ორგანიზაცია Cinema for Peace Foundation-მა, რომელმაც ამავე მიზნით 2018 წელს ამავე კლინიკაში გადაიყვანა Pussy Riot-ის წევრი პიოტრ ვერზილოვი.

"ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს რათა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი, რაც მის [ნავალნის] თავს მოხდა ნერვული აგენტის მის სხეულში შესვლის თვალსაზრისით, შესაძლოა, გერმანიაში მომხდარიყო ან იმ თვითმფრინავში, რომელშიც ის ჩასვეს და კლინიკა Charité-ში გაგზავნეს". - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. 

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მტკიცებულებაზე ლაპარაკობდა. 

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

გასულ თვეს ევროკავშრიმა და ბრიტანეთმა რუსეთის მაღალი რანგის პირებს ნავალნის მოწამვლისთვის სანქციები დაუწესეს. მაშინ რუსეთი სანქციების დაწესებისთვის ევროკავშირთან დიალოგის გაწყვეტით დაიმუქრა.

12 ნოემბერს ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მალე ფრანგი და გერმანელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ საპასუხო სანქციებს დააანონსებს

რუსეთი ნავალნის მოწამვლაში რაიმე ჩართულობას უარყოფს. 

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას სჯერა, რომ მისი მოწამვლის უკან დგას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

კომენტარები