ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: დიდად საგანგაშო მდგომარეობა არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ

ეპიდსამსახურის მუშაობა არის ძალიან მყისიერი, თანაზომადი და ეფექტური. აქედან გამომდინარე, დიდად საგანგაშო მდგომარეობა არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ. იმისთვის, რომ ასეთი ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, ის რეგულაციები შევასრულოთ, რაც გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, დამზოგავი და დამცველი არის დისტანცირება და პირბადეების ტარება.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია.

კომენტარები