ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: COVID 19-ით ინფიცირებული 23 ახალი შემთხვევიდან 1-ის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ერთი პირის ინფიცირების წყარო უცნობია, გრძელდება ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის მიზნით. ხოლო 14პაციენტის წყარო ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტია, 8 შემთხვევა შემოტანილია, მათგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში არსებულ კოვიდცენტრებში 230 პაციენტი მკურნალობს, აქედან 3 პაციენტი კრიტიკულია, ხოლო 21-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება მძიმედ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 9 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთის კი მძიმე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 253 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები