არჩევნები 2020

კობახიძე დოსიეს გამოძიებაზე: როგორც კი მოეფინება ყველაფერს ნათელი, მერე იქნება რეაგირება

რა თქმა უნდა, თუ მტკიცდება ასეთი ფაქტი, ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ უნდა დაველოდოთ შედეგებს. შესაბამისი ორგანოები, უწყებები არიან პასუხისმგებელი ამ საკითხის შესწავლაზე და როგორც კი მოეფინება ყველაფერს ნათელი, მას მერე იქნება, ბუნებრივია, რეაგირება.

ჯერ საჭიროა ამ ყველაფრის პირველადი შესწავლა და შემდეგ ბოლო ზომა უნდა იყოს მიღებული საჭიროებისამებრ. დაუშვებელია შავი ფულის ტრიალი და მეორე, რა თქმა უნდა, დაუშვებელია რუსული ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში.

მე რამდენადაც ვიცი, ეს არის აუდიტის სამსახური, რომლის უშუალო ფუნქციაა ასეთი საკითხების შესწავლა და უნდა დაველოდოთ მათ პოზიციას.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე დოსიეს გამოძიებაზე, რომლის მიხედვითაც, პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლი ეხმარება.

კომენტარები