ევროპული საქართველო

კაპანაძე: ჩვენი ხედვა იქნება კომპასი იმისა, როგორ უნდა წავიდეს წინ რეფორმები

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმებზე, რაც მოიცავს როგორც ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ინტეგრირებას, მათ შორის, მძიმე საქმეებზე, ისე უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას უმაღლეს ინსტანციაში.

"ნაფიცი მსაჯულების შემოღება და მათი გავრცელება ყველა მძიმე საქმეზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში მოსამართლეზე გავლენის მოხდენის შანსი მცირდება ხელისუფლების მხრიდან და დღეს ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მოსყიდული და კლანის მოსამართლეების შანსი პრაქტიკულად ნულამდე დადის". – ამბობს სერგი კაპანაძე.

კიდევ ერთი რეფორმა, რაზეც შეთანხმდნენ, ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება. კერძოდ, თვითმმართველობებში პოლიციის უფროსებისა და მოსამართლეების არჩევითობის დანერგვას, რაც დეპუტატის შეფასებით, გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ. 

სერგი კაპანაძის შეფასებით, ევროპული საქართველოს ხედვა იქნება კომპასი იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ რეფორმები სხვადასხვა სფეროში. 

"ძალიან კარგია, რომ ეს იდეები გაზიარებული უმრავლესობის მიერ, თუ არა ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, ის არასწორი მიმართულება, რომელიც დღეს ქვეყანაშია, მართლმსაჯულების მხრივ, შემოტრიალდება და შეიცვლება და ეს ჩვენი ხედვა იქნება კომპასი იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმები". – თქვა სერგი კაპანაძემ. 

კომენტარები