მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, დასრულებულიც, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასასრულებელი ერთად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გზები, გაზმომარაგება, სასმელი წყალი ბოლომდეა მისაყვანი. საქართველოს ბევრ რეგიონში საირიგაციო წყალი ბოლომდეა მისაყვანი, სკოლებია გასარემონტებელი და ახალი ასაშენებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს პრობლემები დღეს აღმოვაჩინეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წლებია ამ პრობლემებზე ვმუშაობთ და თითოეული მოქალაქე ამას ხედავს, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ხომ ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად პიარს არ ვაკეთებთ, პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შემდეგ მოვდივართ თქვენთან და გეუბნებით, რომ მოდით, გავაგრძელოთ ერთად.
tbl.ge/519w
დაკოპირდა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო