არჩევნები 2020

სესიაშვილი სააკაშვილზე: თუ ვინმე მას ელოდება, ესაა მართლმსაჯულება

ეს ბოდიში არის იძულებითი, იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში რომ ერთხელ არ მოიხდი ბოდიშს და 8 წლის შემდგომ ბოდიშზე მიდიხარ ისევ და ისევ იმისთვის, რომ არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს, ამ ბოდიშის არავის სჯერა და თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებებზე, ქონებების წართმევებზე, ამაზე ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტულად არის პასუხისმგებლობები. თუ ვინმე მას ელოდება, ესაა მართლმსაჯულება.

ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიხელ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე. 27 აგვისტოს სააკაშვილმა გაავრცელა მიმართვა, სადაც ქართველ ხალხს შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ბრუნდება.

კომენტარები