არჩევნები 2020

თარხნიშვილი: ევროპული საქართველო შეთანხმების ერთგული რჩება, მხარს ვაშაძეს დავუჭერთ

ლევან თარხნიშვილი
თეორემა / ტაბულა

ლევან თარხნიშვილის თქმით, ევროპული საქართველო ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების ერთგული რჩება და მხარს ინსის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძეს დაუჭერს. ამის შესახებ თარხნიშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

"აქ პიროვნებებზე საუბარი არაა, აქ საუბარია პრინციპზე და შეთანხმების დაცვაზე. ევროპული საქართველოს აზრით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შეთანხმება დარღვეულია. ესაა სამწუხარო. ამას ჩვენი აზრით, არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს". – ამბობს თარხნიშვილი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ, 26 აგვისტოს, ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა. გიორგი ვაშაძე ისნის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატია.

გიორგი ვაშაძემ და პარტიის კანონი და სამართალი დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა, გაერთიანება ძალა ერთობაშია 27 ივლისს დატოვეს და ახალი პლატფორმა სტრატეგია აღმაშენებელი შექმნეს. ენმ-ს ცნობით, განხეთქილება მათსა და გიორგი ვაშაძეს შორის იმან გამოიწვია, რომ მას ოპოზიციური პარტიების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელება სურდა.

კომენტარები