ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორი ლენჯერის წყაროს უკავშირდება, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხუთი კი შემოტანილია, აქედან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო ერთ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა კვლავ გრძელდება.

ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 80 პროცენტს შეადგენს. კოვიდცენტრებში მკურნალობას 267 პაციენტი აგრძელებს, აქედან 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 24-ისა - მძიმე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 27 პირი აგრძელებს COVID 19-ის მკურნალობას, აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო ორისა ფასდება, როგორც მძიმე.

24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 421 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 137 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები