პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით, შორტებით გადაადგილების გამო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე თელავის რაიონულმა სასამართლომ, ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე არასრულწლოვანი პირი კი - 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ინფორმაციას სააგენტო Interpressnews ავრცელებს. მათივე ცნობით, წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.
8 აგვისტოს ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა დაესხა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან.