ძალადობა პანკისში

შსს: პანკისში დავაკავეთ 22 წლის კაცი, რომელმაც შორტებით სიარულის გამო მამა-შვილს სცემა

shutterstock

სამართალდამცველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი - 1998 წელს დაბადებული ი.ფ. დააკავეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან დაესხა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირი ი.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დავაკავეთ. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით" - აცხადებს შსს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები