სტიქია

ლენტეხში ძლიერი წვიმის გამო ოთხი სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა, ჩაინგრა რამდენიმე ხიდი

რუსთავი 2

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა. სტიქიის შედეგად ოთხი სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა.  

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, რამდენიმე ხიდი წყალმა წაიღო და ნაპირსამაგრი ჯებირები დააზიანა. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში ამის საშიშროება არსებობს. 

კომენტარები